2:1- ამ ანგარიშით დასრულდა დღეს ფეხბურთის მატჩი ბორჯომის "ბორჯომსა" და ოზურგეთის "მერცხალს" შორის. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი სტუმრებმა მასპინძლების კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანეს.
თამაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. "მერცხალის" გულშემატკივრების თქმით, ყოველთვის არ შეიძლება თამაშის მსაჯი იყოს მართალი.
"რაც დღეს ხდებოდა თამაშზე, ეს იყო სამარცხვინო. თუ მსაჯობ, იმსაჯე და თუ არ შეგიძლია, ეს საქმე მაშინ სხვამ გააკეთოს." – თქვა "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.
ამ თამაშის შედეგით "მერცხალს" პირველ ლიგაში დარჩენის ნაკლები შანსი აქვს.
"ყველამ კარგად დაინახა, რაც ხდებოდა თამაშის დროს. სამწუხაროდ, ამ თამაშის შემდეგ გავარნდის შანსები გაიზარდა, მაგრამ პირველ ლიგაში დარჩენის შანსი მაინც არის და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ" – გვითხრა თამაშის დასრულების შემდეგ "მეგობრობის" სტადიონის დირექტორმა, მამუკა გოგუაძემ.
"მერცხალი"-"ბორჯომის" თამაშს გურიის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.