საფრანგეთში სატვირთო ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად თორმეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი გადარჩა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ყველა მგზავრი დაიღუპა, მათ შორის შვიდი წლის ბავშვია. მხოლოდ სატვირთო ავტომობილის და მიკროავტობუსის მძღოლები გადარჩნენ.
როგორც ცნობილია, მგზავრები შვეიცარიიდან პორტუგალიაში ბრუნდებოდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ავარიის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.