მეოთხე დღეა უშედეგოდ ცდილობენ აფრიკული "ტიტას" გადმოტანას შეკვეთილში. ამ დროისთვის სამუშაოები ისევ გრძელდება. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, გუშინ გადმოტანის პროცესს უამინდობამ შეუშალა ხელი.
"ტექნიკა ტექნიკაზე მოდის, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც ვერ ხერხდება ხის გამოტანა ზღვიდან. ახლა ამბობენ, რომ დღეს საღამოს მოახერხებენ ხის გამოტანას და ვნახოთ რა იქნება," – ამბობენ ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ადგილობრივები.