შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე ამ ეტაპზე იაშვილის კლინიკის ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში გადის მკურნალობას. გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების განცხადებით, სტაბილურად მძიმეა. ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით აქტიურობენ სოციალურ ქსელებში, სადაც მომდხარი ფაქტის სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ფეისბუქში ეხმაურება ამ ფაქტს.
"შორენა ბეგაშვილის შვილის სამწუხარო ამბავი, რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს, გამოჯანმრთელდება, აგერ ახლა, ერთ საიტზე წავიკითხე. კომენტარებში, არა ",ნიკებით'' და ,,ანონიმკებით'', არამედ ღიად იდენტიფიცირებული ხალხი, სრულიად სერიოზულად წერს, დედამისი ბოზი რომ არის, ამიტომაც დაემართაო. ამ დროს უნებლიედ მინდება ჩემთვის ყველაზე საძულველი კითხვის დასმა : "გვეშველება რამე?!''
p.s. დავარედაქტირებ: გვეშველება. საშინლად არ მიყვარს ეს კითხვა, ჩვენს მონაწილეობას გამორიცხავს პროცესში და იმიტომ. ჩვენ უნდა ვუშველოთ."– წერს გიორგი კეკელიძე.