https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მიზანი გაზიარებული პასუხისმგებლობაა _ ესაა განვითარების ვექტორი”

10:03; 28.03.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თვითმმართველობის რეფორმის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში საზოგადოების ჩართულობის მაღალი ხარისხია.

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში  მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისათვის შექმნილი კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 22 ივლისს მიიღო, სოფლის/დაბის/ქალაქის საერთო კრებების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.  ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთო კრება დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ამ ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს.

დასახლების მცხოვრებლებს საერთო კრებებზე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე დასვან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა მათ გადაწყვეტაში. კანონში გაიწერა ის პროცედურები, რომლითაც ხდება საერთო კრების მოწვევა და მის მიერ ხელმძღვანელის – რჩეულის არჩევა.

არსებული პრაქტიკით, რომელსაც კვლევები აჩვენებს, სოფლის კრებები, უმეტეს შემთხვევაში, სოფლის დახმარების პროექტების პრიორიტეტების დასადგენად ტარდება. კრებების შედეგების შესახებ სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას სხვადასხვა გამოცდილება აქვს.

"უმეტესი ნაწილის აზრით, სოფლის კრებები "საჭიროებების შესაფასებლად, პრიორიტეტების განსასაზღვრად" ტარდება, თუმცა ფორმალურად, რადგან მოსახლეობამ არ იცის, როგორ დააყენოს საკითხი. გადაწყვეტილების მიღება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ერთპიროვნულად, რასაც ფორმალურად ესწრებიან თემის წარმომადგენლები.

სოფლის წარმომადგენელთა უმეტესობა არ არის ინფორმირებული, კონკრეტულად რამდენი და რა აქტივობის განსახორციელებლად იხარჯება სოფლის განვითარების პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები. თვლიან, რომ საქმე, რომელიც ამ ფულით გაკეთდა, უხარისხოა და არ ღირს იმდენი, რამდენიც დაიხარჯა. ის, რომ პროექტების დეტალური ბიუჯეტი მოსახლეობისთვის უცნობია, უნდობლობის საფუძველი ხდება, რასაც სხვადასხვა მაგალითებიც ამყარებს", _ აღნიშნულია ფონდის  "ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ 2014 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ საკითხს იკვლევენ, მიიჩნევენ, რომ არსებული მდგომარეობის შესაცვლელად, პირველ რიგში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კომუნიკაცია უნდა შედგეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ნდობა უნდა დაიბრუნოს და ერთობლივ რეჟიმში დაიწყოს ადგილზე საკითხების გადაწყვეტა.

თუმცა, მთავრობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პირველ ეტაპზე, ყველა სოფელში დემოკრატიის დამყარება წარმოუდგენელია.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ამბობს, რომ უკვე მიღებულია კანონქვემდებარე აქტები მუნიციპალიტეტებში, რომელიც მრჩეველთა საბჭოებისა და სოფლის საერთო კრებების მოწვევის საკითხებს არეგულირებს; ჯერი ახლა საზოგადოებაზეა:

"კანონში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები, რომელმაც მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები განსაზღვრა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებთან დაკავშირებით უკვე მიიღეს მუნიციპალიტეტებმა ეს აქტები და ეს  საბჭოები თითქმის ყველგან არის შექმნილი. ასევე, ნოემბერ-დეკემბერში აქვთ მიღებული სოფლის საერთო კრებების დებულებები. ახლა უკვე არსებობს სრული სამართლებრივი საფუძველი, რომ უახლოეს მომავალში სოფლის კრებებიც გააქტიურდეს.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს მუშაობა, განსაკუთრებით ბიუჯეტის დაგეგმვის დროს. ანალოგიური ვითარება იქნება, როცა სოფლის კრებები ჩამოყალიბდება.

კანონში არსებული ნორმების ამოქმედება ძალიან საშური საქმეა და ამაში სამოქალაქო საზოგადოების როლი განუსაზღვრელია. ამას ცენტრალური, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ გააკეთებს, რომ მოქალაქეთა აქტიურობას, საინიციატივო ჯგუფების წარმოჩენას შეუწყოს ხელი. სამოქალაქო სექტორმა უნდა იაქტიუროს, განსაკუთრებით რეგიონებში.

ახლა ვაკეთებთ მოკვლევას, სად რა საინიციატივო ჯგუფები და საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოები შეიქმნა, შევქმნით ბაზას და უახლოეს მომავალში მოქალაქეთა ინფორმირებისთვის დამატებით ძალისხმევას მივმართავთ.

სოფლის კრებების წელსვე ამოქმედება ყველგან სავალდებულო  არ იქნება. გვესმის, რომ 3600-ვე სოფელში ეს ერთიანად ვერ გახორციელდება. ვერც ერთი მთავრობა და სამინისტრო ვერ დაამყარებს დემოკრატიას საქართველოს 3600-ვე სოფელში ერთი ხელის მოქნევით. ამისთვის არსებობს ადგილებზე სამოქალაქო საზოგადოება, ჰყავთ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ყველას, მათ შორის მუნიციპალიტეტების წინაშე დასვან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

სახელმწიფო ქმნის საკანონმდებლო ჩარჩოებს და გარკვეულ ღონისძიებებს ატარებს მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, დანარჩენი უკვე საზოგადოების გადასაწყვეტია.

წელს თუ ამ კრებების შეკრება და ამოქმედება სავალდებულო არ არის, გაისად სავალდებულო იქნება", _ აღნიშნავს შერგელაშვილი.

"საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი დავით მელუა ამბობს, რომ რადგან ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ჭირს მოსახლეობის მობილიზება და სასოფლო კრებებზე გამოყვანა, ამ პროცესისთვის არა ფორმალური, არამედ, რეალური სახის მიცემა გაჭირდება:

"ამ მხრივ, შესაძლებელია, იყოს მნიშვნელოვანი სირთულეები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად ინიციატივიანი იქნება მუნიციპალიტეტი – რადგან არ კეთდება, თავს დაანებებს, თუ მაინც ბოლომდე შეეცდება, სადაც შესაძლებელია, რეალურად ჩაატაროს სასოფლო კრებები. რეალურად, ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს ხალხს, თუ,  წინასწარ ეცოდინებათ, ვინ იქნება არჩეული. კონკურენტულ პირობებში უნდა მოხდეს რჩეულის არჩევა და შემდეგ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სურვილი, მას რეალურად მოსთხოვოს, თუ რა საკითხები დააყენა მან ადგილობრივ თვითმმართველობაში და რა გააკეთა აქედან, რა ვერ გადაიჭრა და რატომ. სადაც ასეთი კრებები შეიქმნება, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილობრივი დემოკრატიის პირველი ჩანასახი იქნება. თუმცა, მე ოპტიმისტი არ ვარ და არ მიმაჩნია შესაძლებლად, რომ წელსვე ყველა ერთეულში ასეთი კრებები შეიქმნას", _ აღნიშნავს მელუა.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეალური ძალაუფლების მინიჭებაა:

"მოქალაქეთა მონაწილეობა ოლიმპიური თამაშები არ არის, მხოლოდ მონაწილეობა რომ იყოს მნიშვნელოვანი; მთავარი შედეგია. როცა ადამიანი საკითხს წამოწევს ხელისუფლების წინაშე, მიიღებს მონაწილეობას ამ საკითხის განხილვაში, დაესწრება რამდენიმე შეხვედრას, მაგრამ საკითხის გადაჭრა წინ არ წაიწევს და პრობლემა პრობლემად დარჩება, ეს ადამიანი მეორედ აღარ ჩაერთვება ასეთ პროცესში. ჩათვლის, რომ ეს ფუჭი გარჯაა. ამიტომ, მონაწილეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის შედეგიანობა. ჩემი რჩევა იქნება _ მას, ვისაც უნდა საკანონმდებლო ნორმა მოქალაქეთა ინსტიტუციური მონაწილეობის შესახებ აამუშაოს, დიდ საკითხებს ნუ შეეჭიდება: შეეცადონ, ძალიან პატარა პრობლემების გადაჭრით დაიწყონ და მოაგვარონ. ეს ადამიანებს მისცემს მოტივაციას, რომ კიდევ მიიღონ მონაწილეობა და სხვა საკითხებიც დააყენონ. კრებებზე თუ ისეთი საკითხები დაისმება, რომლის მოგვარების თავი არც სოფელს აქვს, არც მუნიციპალიტეტს, არც ცენტრალურ ხელისუფლებას, "კრება მხიარული დარჩება" და მეორედ აღარ შეიკრიბება".

 "რეგიონის განვითარების ცენტრის"  აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სოფრომაძე  ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების, სოფლის კრებების ჩატარების და მოსახლეობის დაინტერესებისთვის, მთავარია, მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ნდობა გაჩნდეს:

"უკუკავშირი უნდა იყოს ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, რითაც მოსახლეობას გაუჩნდება ნდობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მის მიერ დაყენებული საკითხის გადაწყვეტას ცდილობს. ხელისუფლებამაც ბევრი უნდა გააკეთოს, რომ მოსახლეობის ნდობა დაიბრუნოს. პატარ-პატარა ნაბიჯებით და პრეცენდენტებით შექმნას ეს პროცესი. თვითმიზანი მონაწილეობა კი არ არის, მიზანი სოფლის, ქალაქის განვითარებაა; მიზანი გაზიარებული პასუხისმგებლობაა _ რაც მეტს ფიქრობს საზოგადოება, აანალიზებს, მით მეტად ვვითარდებით. ეს არის განვითარების ვექტორი.

ვერ ვიტყვი, რომ დღეს ძალიან პასიურია ეს აქტივობა. არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილზე ძალიან ბევრ საკითხს აყენებენ, მიმდინარეობს ადვოკატირების პროცესი,  სურთ ცვლილებები, მაგრამ საბოლოოდ, ეს ჩვევად რომ გადაიქცეს და სპონტანური ხასიათი არ ჰქონდეს, ამას სჭირდება ხელისუფლების ნება, რომ მას ნამდვილად სჭირდება მოსახლეობის მოსაზრებები, დაანახოს ადგილობრივ მოსახლეობას, თუ რამხელა სარგებელია აქედან ქვეყნისთვის.

როცა ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს ეუბნება, რომ მისი რესურსი მწირია და საჭიროა ერთად მოიფიქრონ, თუ როგორ გადაწყვიტონ ესა თუ ის პრობლემა ერთმანეთის  დახმარებით, ამ დროს მოსახლეობის ინფორმირებაც ხდება და პასუხისმგებლობის გადანაწილებაც. ეს პროცესი ისევ და ისევ ხელისუფლების პოზიციების გამყარებისთვის არის ძალიან კარგი", _ ამბობს სოფრომაძე.

გარდა ამისა, სოფრომაძე ამბობს, რომ სოფლის კრებების შეკრების პროცედურები, რომელიც კანონშია გაწერილი, საკმაოდ რთულია, თუმცა, მოსახლეობის მონდომების შედეგად, გახორციელება შეუძლებელი არ არის:

"თუ კოდექსის იმ თავს ჩავხედავთ, სადაც სოფლის კრებების შეკრებაზეა საუბარი, ნახავთ, რაოდენ რთულია ამის გახორციელება: ჯერ იქმნება საინიციატივო ჯგუფი, შემდეგ ეს ჯგუფი მიდის გამგეობაში, უნდა დაარეგისტრიროს კრების მოწვევა, ასევე ის საკითხებიც, რასაც კრება განიხილავს; შემდეგ უნდა მოხდეს ხელმოწერების შეგროვება და წარდგენა გამგეობაში. კრება ლეგიტიმური რომ იყოს, ამომრჩეველთა 20% უნდა ესწრებოდეს… ჯერჯერობით, არის მცდელობა, რომ სოფლის კრებები იქ ჩატარდეს, სადაც სათემო ან არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან ამ პროცესს.

გარდა ამისა, პროცედურულადაც ბევრი კითხვა ჩნდება; მაგალითად, სოფლის რამდენიმე საერთო კრების ჩატარება როდის ხდება _ როცა ამომრჩეველთა ერთ 20%-ს ეს საკითხი აინტერესებს, დანარჩენ 20%-ს კი სხვა?!

ყველაფრის კანონში გაწერაც არ არის გამოსავალი; თუ უნდა სოფელს ინიციატივა დააყენოს, ამის უფლება აქვს საინიციატივო ჯგუფსაც და ნებისმიერ მოქალაქესაც.

ამიტომ, პროცესი მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რესურსი _ დროითი, მატერიალური, ადამიანური _  შეზღუდულია", _ აღნიშნავს სოფრომაძე და დასძენს, რომ  დღეს ნამდვილად არის მზაობა ხელისუფლების მხრიდან, მოსახლეობა  გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთოს.

ცნობისთვის: კანონის მიღებიდან 7 თვის თავზე, არც ერთი სოფლის მოსახლეობას შეკრების და საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის პროცესში ჩართვის  სურვილი არ გამოუთქვამს, თუმცა, 15 მარტიდან, კრებები საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე აქტიურად იკრიბება.

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026

"ჩვენი მიზანი MAP-ი არ არის, ჩვენი მიზანია NATO-ს წევრობა"

კორუფციული გარიგება თუ არაკომპეტენტურობა

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო