მარტის ბოლოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა.
28 მარტიდან 3 აპრილს ჩავთვლით მოსალოდნელია ნალექიანი ამინდები.
28 – 29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ითოვებს 29 მარტსაც ზოგან ძლიერად.
მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 29 მარტს +5, +10° – მდე დაიკლებს .
30 – 31 მარტს ნალექი შენარჩუნებული იქნება ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +9, +14° – ია მოსალოდნელი.
1 – 2 აპრილს გამოიდარებს და დათბება +16, + 21° – მდე.
3 აპრილს კვლავ გაწვიმდება და შედარებით აცივდება.