პრემიერ-მინისტრი პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო სამძიმარს უცხადებს პაკისტანის მთავრობას და ხალხს.
"შემაძრწუნებელია პაკისტანში მომხდარი ტრაგედია. ტერორისტულ აქტს ქალაქ ლაჰორეში კვალავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. საუბედუროდ, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.
ეს არის მსოფლიოს ტრაგედია, ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა.
დიდი გულისტკივილით თანავუგრძნობ პაკისტანის მთავრობასა და ხალხს მომხდარის გამო და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში."-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის ოფიციალურ განცხადებაში.