დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე წმინდა გიორგის ქუჩის (ექადიის უბანი) მოსახლეობას შეხვდა, სადაც გზის დაგების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
წმინდა გიორგის ქუჩის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა გზის საფარის დაგება იყო, ასევე მოსახლეობა ჩიხების მოასფალტებასაც ითხოვდა.
როგორც მერმა აღნიშნა, ქალაქის მერიაში წმინდა გიორგის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დამზადებულია. იმისთვის, რომ ქუჩა სრულად მოასფალტდეს, 2 მილიონი ლარია საჭირო. გასულ წელს ხსენებული პროექტის ფარგლებში 600 მეტრის სიგრძის გზის საფარის მოასფალტება განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 475 000 ლარი შედგინა. დარჩენილია გზის 2, 200 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლისთვისაც 1 600 000 ათასი ლარია საჭირო. ხსენებულ თანხას ქალაქის მერია რეგიონული განვითარების ფონდიდან ელოდება.
მერი შეკრებილ მოქალაქეებს იმ პროექტებზე ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც ქალაქის მერია ექადიაზე უახლოეს მომავლში გეგმავს.
მიმდინარე წელს წმინდა გიორგის ქუჩაზე ჩიხების (აღმართების) მოხრეშვითი და სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. ბეგლარ სიორიძის ინიციატივით, აღმართების ნაწილობრივი რეაბილიტაციის ნაცვლად ბეტონის გზის დაგება თანდათან, მაგრამ სრულად მოხდება.
გარდა ამისა, წელს პირველად გადაიჭრება წმინდა გიორგის ქუჩის მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა: ქალაქის მერია უმნიშვნელოვანეს პროექტს, ანასეულისა და ექადიის წყლის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ პროექტის განხორციელებით ქალაქის მერია მოსახლეობის 20 წლიან პრობლემას გადაჭრის.
ამავე თემაზე: "ყველა გაზაფხულზე გვეუბნებიან, თქვენი გზა დაიგებაო"