იაშვილის კლინიკა შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც კლინიკის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერზეა აღნიშნული, კლინიკის ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ჩატარებული 9-საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა.
"იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ჩატარებული 9 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ხვალ დილიდან იგეგმება ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგთა გუნდის ჩართულობით", _ აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. მოზარდი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.
შსს-ს საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს აღძრული.