ბრიუსელის აეროპორტი ნაწილობრივ გაიხსნა, მაგრამ რეისები საღამომდე არ შესრულდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებენ.
როგორც ცნობილია, ზავენტემის აეროპორტი 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შემდეგ დაიკეტა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აფეთქებების შედეგად აეროპორტსა და მეტროში 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით დაშავდა.
აეროპორტი ერთ საათში 800 მგზავრის მომსახურებას შეძლებს, რაც მგზავრების ჩვეულებრივ რაოდენობაზე ძალიან ნაკლებია.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამართალდამცავები ისევ ეძებენ აეროპორტის აფეთქებაში მონაწილე მესამე ეჭვმიტანილს, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ააფეთქა და გაიქცა.