EURONEWS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, მსოფლიო ლიდერები, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციების და ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის გამო ბირთვული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებებს მართავენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები მსჯელობენ თუ როგორ აიცილონ ბირთვული მასალების ტერორისტების ხელში მოხვედრა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფო" შესაძლოა ბირთვულ რეაქტორებს იპარავს, რის შედეგადაც ბომბებს ამზადებს.
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ბევრ ქვეყანაში ბირთვული მასალების ფლობა და გაყიდვა დანაშაულად არ ითვლება.
"ბევრ ქვეყანაში ბირთვული მასალების ფლობა და გაყიდვა დანაშაულად არ ითვლება, ხოლო სამიტის მიზანია არა მარტო კონტრაბანდული მასალის ადგილმდებარეობის პოვნა, არამედ მართლმსაჯულების დაწესება,"_განაცხადა მან.