ნიკოლსონის წინაპრები იყვნენ ირლანდიელები, ჰოლანდიელები და იტალიელები.
სკოლის გამოსაშვებ საღამოზე, 1954 წელს, ჯეკი კლასის კლოუნი იყო. ასე რომ, მისი სამსახიობო ნიჭი ჯერ კიდევ თანაკლასელებმა აღმოაჩინეს.
ნიკოლსონის კინოსთან გაცნობა MGM-ის კომპანიის კურიერი ბიჭის პროფესიით დაიწყო. შემდეგ ის მულტსერიალ „ტომი და ჯერის“ ფანატების წერილებზე „მოპასუხედ“ მუშაობდა.
ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული მსახიობ სანდრა ჰაიტზე (1962-1968 წლები). ჰყავს ოთხი შვილი: გოგონა ჯენიფერი – ჰაიტისგან; გოგონა ჰანი – მოდელ ვინი ჰოლმანისგან; გოგონა ლორეინი და ვაჟი რეიმონდი – ბრუსარისგან. სწორედ ამის გამო მიატოვა 17-წლიანი რომანის შემდეგ მსახიობმა ანჯელიკა ჰიუსტონმა – ეწყინა, მისმა დაქალმა შვილი ჯეკისგან რომ გააჩინა.
ნიკოლსონი ახლა არც ისეთი მექალთანეა, როგორც ახალგაზრდობაში, თუმცა, სულ ახლახან განაცხადა, რომ „ვიაგრას“ მხოლოდ მაშინ იყენებს, როდესაც ერთდროულად რამდენიმე ლედისთან ატარებს დროს.
ნიკოლსონი კალათბურთის გუნდის „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფანატია. მის კონტრაქტში შეტანილია პუნქტი, რომ გადაღებები არ დანიშნონ იმ დღეს, როდესაც ამ გუნდს აქვს თამაში. ის, ასევე, გატაცებულია გოლფით.
ჯეკი მეოცე საუკუნის მხატვრობის დიდი დამფასებელია. აქვს არტ-კოლექცია, რომელშიც პიკასოს რამდენიმე ცნობილი ნახატიც შედის.
ჯეკ ნიკოლსონი მეგობრობდა მარლონ ბრანდოსთან, ახლა კი მისი უახლოესი მეგობარი შონ პენია.
ნიკოლსონი საზოგადოების წინაშე არასდროს ჩნდება მუქი სათვალის გარეშე.