"გავიდა თითქმის ოთხი წელი , შეიცვალა პოლიტიკა ჩვენს სინამდვილეში, ბევრი გამოწვევებია, ახალი ვითარებებია, ამიტომ ყველამ თავისით უნდა გადაწყვიტოს, როგორ ჯობია არჩევნებზე გასვლა"-ამბობს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი "გურია ნიუსთან".
"ჩვენ პრინციპულად უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან კოალიცია, რომელიც არსებობს და წინასაარჩევნო ბლოკი, რომელმაც უნდა იარსებოს, იმ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული წინასაარჩევნო ბლოკი გვქონდა ჩვენ, რომელიც პარლამენტში კოალიციის სახით ჩამოყალიბდა, იყო ამოცანები, იყო სტრატეგიული მიმართულებები, ხედვები და პრიორიტეტები, რომელმაც გაგვაერთიანა და შეგვკრიბა."
გიორგი ვოლსკის თქმით, საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, ვინ იქნება კოალიციის წარმმართველი ძალა.
“ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩვევნებზე ყველა პარტიამ იცოდეს თავისი წონა და არა რამდენიმე ადამიანმა ან პოლიტსაბჭომ. უნდა "ავიწონოთ" , ჩვენ ჩვენი "წონა" უნდა განვსაზღვროთ და მერე ამის მიხედვით გავიდეთ პარლამენტში და ამის მიხედვით გადავწყვითოთ შევქმნათ თუ არა კოალიცია,"-განაცხადა ვოლსკიმ.