საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს იწვიმებს. 5 აპრილიდან კი სინოპტიკოსები გამოდარებას პროგნოზირებენ.
მოსალოდნელია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. შესაბამისად, დღეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან – ქარბუქი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – ძლიერი 20-25 მეტრი წამში, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, თბილისშიც შესაძლებელია, 28 მეტრ წამამდეც გაძლიერდეს. ჰაერის ტემპერატურა +7 +12 გრადუსის ფარგლებში იქნება.
4 აპრილს უკვე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +9 +14 გრადუსია მოსალოდნელი.
5 აპრილს ტემპერატურა +13 +19 გრადუსის ფარგლებში იქნება და 6-7 აპრილს კიდევ უფრო მოიმატებს.