REUTERS-ის ინფორმაციით, ჩინეთმა ჩრილოეთ კორეასთან ვაჭრობა აკრძალა.
ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადებით, დღეიდან ქვეყანაში ჩრდილოეთ კორეის ოქროსა და იშვიათი მიწების, ასევე ავია საწვავის და სხვა ნავთობ პროდუქტების ექსპორტი იკრძალება.
როგორც ცნობილია, უშიშროების საბჭომ, მარტის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესებული სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
როგორც ცნობილია, გაერო-მ ფხენიანს სანქციები ბირთვული რაკეტების გამოცდის გამო დაუწესა, თუმცა სანქციების მიუხედავად ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები რამდენჯერმე გამოსცადა.
ამავე თემაზე:
აშშ ჩრდილოეთ კორეას სანქციებს უწესებს
ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში რაკეტები გაუშვა
ჩრდილოეთ კორეა ბირთვული თავდასხმით იმუქრება