ეს ფოტო "გურია ნიუსის" ფოტოაპარატით დღეს არის გადაღებული. ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთ ქუჩაზე ეს საგზაო ნიშანი ამ დღეებში არის გაკეთებული.
"არ ვიცით ვინ გააკეთა. ვერაფერს გეტყვით"- გვითხრეს თხილის პუნქტის თანამშრომლებმა, რომლებიც იმ ადგილას იდგნენ ჩვენი მისვლის დროს, სადაც ეს აბრაა დაკიდებული.
აბრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა კომენტარები. ფოტოს სოციალური ქსელის მომხარებელი გიორგი ელიაძე აქვეყნებს.
"ასეთი რამ შეიძლება ოზურგეთში მოხდეს" – წერს გიორგი ელიაძე.
"გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის მერიის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.