აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰალმ ალიევის განცხადებით, აზერაბაიჯანის არმიამ მტერს დამსახურებული პასუხი გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას NEWS. AZ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო კლინიკურ საავადმყოფოში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა და მათ სიტყვით მიმართა.
"საკონტაქტო ხაზის ვითარებამ აჩვენა,რომ აზერბაიჯანის არმია, ოფიცრები და ჯარისკაცები ნამდვილი გმირები არიან,"_განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ყოველი აზერბაიჯანის მოქალაქის წმინდა მოვალეობაა.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე შეთანხმდნენ.