დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" გურიის ბიუროს ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაცია -"სტუდენტურ -ახალგაზრდული სათათბიროს", "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბისა" და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით, ნატოს კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება – ინტელექტუალური თამაში – რა? სად? როდის? იმართება.
ინტელექტუალური თამაშში მონაწილეობენ ქ.ოზურგეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელები. ღონისძიების თემატიკა NATO-სა და საქართველოს ურთიერთობაა.
ინტელექტუალური ღონისძიების ჩატარების მიზანია საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდებისთვის ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება.
გამარჯვებულ გუნდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციებისაგან სიგელებსა და ფასიან საჩუქრებს გადასცემენ.