აღმაშენებლის ქუჩაზე დეკორატიული მუხა ემენიუსის ჯიშის ხე-მცენარით ჩანაცვლდა. გამწვანების სამუშაოები ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ მოინახულა. ემენიუსი გასულ თვეში ჭავჭავაძის ქუჩაზე გაშენდა, ამჯერად კი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, მისი დარგვა აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს. გარდა ვიზუალური მხარისა, ემენიუსი ადვილად ეგუება დასავლეთის კლიმატს, გაცილებით პრაქტიკულია მოვლის თვალსაზრისით და მთლიანად ცვლის ქუჩის ვიზუალურ მხარეს.
"მას შემდეგ რაც ემენიუსის ჯიშის მცენარეები ჭავჭავაძის ქუჩაზე დავრგეთ, აღნიშნულმა ნარგავებმა მოსახლეობაში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლებმაც ითხოვეს მათი ქუჩის იგივე მცენარით გამწვანება. შესაბამისად, ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის თხოვნა. გარდა იმისა, რომ ეს მცენარე ყინვაგამძლე და ვიზუალურად ეფექტურია, ადვილია მოსავლელადაც და მისთვის სასურველი ფორმის მიცემა მარტივია. მოგეხსენებათ, რომ ხსენებული ქუჩა ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელია, ის ქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახლავთ და კმაყოფილი ვარ, რომ ამ ქუჩის სრულიად შეცვლილ და განახლებულ იერ-სახეს ემენიუსი ძალიან მოუხდა." – აღნიშნა ქალაქის მერმა.
(R)