"დღეს დაიწყო ციხისძირის მოსახლეობისთვის დაპირებული პარკის გაშენება. დაირგვება 20 ლილეოდენდრონი (ტიტის ხე), 10 სექოია, 10 მეტასექოია, 3 მარადმწვანე მუხა, 10 ჭაობის კიპარისის იშვიათი ჯიში (რომელიც ბევრი ევროპული პარკისთვისაც ფუფუნებაა), ჰიმალაის და ატლასის კედრები, ფოტინიები _ საერთო ჯამში დაირგვება 150-ზე მეტი იშვიათი ჯიშის ხე," _ ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
გვერდის ინფორმაციით "ატუ"-ს პროექტში ჩართულია ლანდშაფტის დიზაინერი ლიკა ქურციკიძე და საინჟინრო კომპანია "ზიმო".
_ ციხისძირის მოსახლეობისთვის ასევე კეთილმოეწყობა და განათდება სოფლის გზა (განათების სისტემა უკვე დამონტაჟებულია), მოხდება წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია. საბოლოო ჯამში, უკვე მიმდინარე წელს ციხისძირს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ტურისტულ სეზონში, _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.