ისლანდიის მთავრობამ ახალი პრემიერ-მინისტრი დაასახელა. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტს სოფლის მეურნეობის მინისტრი, 53 წლის სიგურდურ ინგი იოჰანსონი დაიკავებს.
როგორც ცნობილია, მან დევის გუნლაუგსონი შეცვალა, რომელიც პანამას ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ მასობრივი აქციების ფონზე გადადგა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ისლანდიაში საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის აპრილში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რიგგარეშე არჩევნები შემოდგომაზე დაინიშნა.