შვეიცარიის პოლიციამ პანამას ჩანაწერების საფუძველზე უეფა-ს ოფისი გაჩხრიკა. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავები Cross Trading-სა და Teleamazonas-თან გაფორმებული ხელშეკრულებებით არიან დაინტერესებულები.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიფას ახალმა პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ უეფა-ში მუშაობის პერიოდში ხელი მოაწერა ჩემპიონთა ლიგის მატჩების ტრანსლირების დოკუმენტებს, ხოლო შემსყიდველმა ბიზნესმენებმა ტრანსლირების უფლება სამჯერ ძვირად გაყიდეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, უეფა გამოძიებასთან სათანამშრომლოდ მზად არის.
ინფანტინოს თქმით,მას ტრანსლირების უფლებების გადაცემის შესახებ დოკუმენტების ხელმოწერით კანონი არ დაურღვევია.
როგორც ცნობილია, პანამას ჩანაწერების საფუძველზე ფიფას ეთიკის კომიტეტის წევრი ხუან დამიანი გადადგა.