ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის N 35-ე დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის დასუფთავების სავალდებულო მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია ფეიბოქსისა და ნოვას სწრაფი ჩარიცხვის აპარატების საშუალებით, რომლებიც ქალაქის შემდეგი ქუჩების ობიექტებთანაა განთავსებული:
-
გურიის ქუჩა – საიუველირო მაღაზიასთან;
-
ეპისკოპოსის ქუჩა- სუპერმარკეტ "ნიკორას" მიმდებარედ;
-
წულაძის ქუჩა – აფთიაქ "იმპექსის" მიმდებარედ;
-
თაყაიშვილის ქუჩა N 7-ში;
-
9 აპრილის ქუჩა ("ენერგო პრო ჯორჯიას" ოფისის პირველ სართულზე);
ელექტროენერგიისა და დასუფთავების ქვითრების სააბონენტო ნომერი ერთი და იგივეა, თუმცა დასუფთავების მოსაკრებელის გადახდა უნდა მოხდეს ცალკე.
აბონენტებს გაურკვევლობის გამო გააჩნია დასუფთავების მოსაკრებლის დიდი დავალიანება, რაც არის კანონის დარღვევა და ითვალისწინებს ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებას.
გთხოვთ იხელმძღვანელოთ აღნიშნული ინფორმაციით!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე;
ტელ: 595 77 38 44
(R)