ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულთა ნეშტები სამხედრო პატივით დაკრძალეს. ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა, საიდანაც სამი თანამებრძოლთა გვერდით, ცხრა კი დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
"ძალიან რთული დღეა, ძალიან ტრაგიკული და მძიმე. მოვედით იმისათვის, რომ ვანუგეშოთ ის ოჯახები, რომელთაც წლების წინ დაკარგეს მათთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასი ადამიანები, რომლებიც იქ, კონფლიქტის რეგიონში იმყოფებოდნენ. უნდა მოვიგონოთ მათი სახელები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათი სახელები არასოდეს დავივიწყოთ ჩვენ და მომავალმა თაობამ,"_ განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერი სამების საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.ამ დროისათვის, სულ 43მებრძოლია იდენტიფიცირებული.