„გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას "სიცოცხლე მინდა _ მინდა მესამე შვილის დაბადება ვნახო" _ 32 წლის ახალგაზრდას დახმარება სჭირდება" გამოხმაურება მოჰყვა.
ჩვენი მედიასახლის მიერ წამოწყებულ აქციას 32 წლის ბიჭის სიცოცხლის გადასარჩენად ბევრი ადამიანი შეუერთდა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის გადაწყვეტილებით, ბავშვთა როკ ჯგუფის „GURIAN NICE KIDS“ მიერ შეგროვებული თანხიდან 1000 ლარი უკვე გადაირიცხა გიას ანგარიშზე; 1000 ლარით გიას გურამ ჩალაგაშვილი დაეხმარა; 500 ლარი "ლიბერთი ბანკმა" ჩაურიცხა.
მის ანაგარიშზე სხვა შემოწირულობებიცაა, რომელსაც აქციის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ.
გიას დასახმარებლად, მარი სიხარულიძის ინიციატივით და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ოთხშაბათს 13 აპრილს, 3 საათზე, უნივერსიტეტის დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა მიიღებენ: ნიკო ბერიძე, ჯგუფი „ბაბილონი“ და "ჯინსების თაობა".