"ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლებმა _ გუბაზ სანიკიძემ, თემურ მაისურაძემ, შალვა კიკნაველიძემ და ანი მიროტაძემ საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება, პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო.
გარდა ამისა, სახელი ეცვლება ფრაქციასაც _ "ქართული ოცნება _ ეროვნული ფორუმი" დღეიდან მხოლოდ "ეროვნული ფორუმი" იქნება.