მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ქალაქ ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის მეხუთე საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე 30 მხატვრის 100-მდე ნამუშევარი იყო გამოფენილი. ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძის თქმით, საგაზაფხულო გამოფენამ უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო და წელს საიუბილეო თარიღი აღინიშნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ხილვა დაინტერესებულ პირებს მაისის დასაწყისამდე შეეძლებათ.