"როდესაც მმართველ პარტიას აქვს 15 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მას აღარ ჰყავს მხარდამჭერი, ეს არის წმინდა ადმინისტრაციული რესურსი და მათ ადმინისტრაციული რესურსის გარდა არავინ ჰყავთ"_ თქვა NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა, დღეს ქალაქ ოზურგეთში ყოფნის დროს.
"როდესაც მმართველ პარტიასა და მთავარ ოპოზიცონერ ძალას შორის არის ორ პროცენტიანი სხვაობა, ეს ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ფაქტობრივად პირველ ადგილზეა.
ეს ლოგიკურია, იმ ფონზე როცა ქვეყანაში მთავრი პრობლემა არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი. როდესაც 42 პროცენტი ადამიანებისა ამბობენ, რომ 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა და სადღაც 47 პროცენტამდე ამბობს, რომ არის სტაგნაცია, ფაქტიურად ეს ნიშნავს, რომ ეს პრობლემები მოიტანა დღევანდელმა ხელისუფლებამ. არანაირი წინსვლა არ არის და არის დიდი უკუსვლა ამ წლების განმავლობაში, ამიტომ ამ ფონზე საზოგადოება აშკარად და ცხადად გამოთქვამს თავის მოსაზრებას, რომ ეს ხელისუფლება ჩამოშორდეს მმართველობას. ამას არ აქვს არანაირი ალტერნატივა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება."-ამბობს რატიანი