შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბაადურ ც. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სენაკში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, "ATMACA-2004-LIGT"-ის მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2016 წლის 23 მარტს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 2 საბრძოლო ვაზნა ბაადურ ც-ს დეიდის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.