ბრიტანული მასმედიიდ მტკიცებით ცოტა ხნის წინ ათასობით ლიტრი ვისკი ჩაიღვარა ქალაქ დამბარტონის კანალიზაციაში.
კომპანია Chivas Brothers-ის ღვინის ქარხანაში ღამის ცვლის ბრიგადამ მოწყობილობებისა და აპარატურის წმენდა დაიწყო. მუშებს კი ძვირფასი სასმელი სარეცხ სითხეში აერიათ და მაგარი ალკოჰოლი საკანალიზაციო მილებში ჩაუშვეს.
სპირტის ღრუბელი ისეთ დიდ ტერიტორიას მოედო, რომ საკანალიზაციო სამსახურში განგაში გამოცხადდა.
თანამშრომლებმა მხოლოდ დილის 11 საათზე დაადგინეს მიზეზი – ალკოჰოლური ქარხნის მუშაკთა შეცდომა – კანალიზაციაში 18 ათასი ლიტრი ვისკი ჩაიღვარა.
კომპანიის გამოთვლებით, ამ შემთხვევამ მათ 500 ათასი ფუნტი სტერლინგის ზარალი მიაყენა.
"თანამშრომლები, რომლებმაც ასეთი უყურადღებობა გამოიჩინეს, სათანადოდ დაისჯებიან. საბედნიეროდ, ალკოჰოლი არ მოხვდა იმ მდინარეში, რომლის წყალსაც ქალაქი სასმელად იყენებს," – ნათქვამია ფირმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კორპორაცია "სკოთიშ ვოთერმა", რომელიც პასუხისმგებელია შოტლანდიის სასმელი წყლის სისუფთავესა და საკანალიზაციო სისტემაზე, მოსახლეობას აღუთქვა, რომ კიდევ უფრო ეფექტურად ჩატარდება სამუშაოები სასმელი წყლის გასაწმენდად.