ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 272-ს მიაღწია, ხოლო 1500-ზე მეტი დაშავებულია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაზარალებულ რეგიონში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
როგორც ცნობილია, ადგილზე 10 000 ჯარისკაცი და 3 500 პოლიციელია მობილიზებული,რომელთაც დაკარგულების მოძებნაში მოქალაქეებიც ეხმარებიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარის გამო ეკვადორის პრეზიდენტმა იტალიაში ვიზიტი შეწყვიტა.
როგორც ცნობილია, ეკვადორში შაბათ საღამოს 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს საერთაშორისო დახმარების ორგანიზაცია ურიგებს.
მაუწყებლის ცნობით, პირველი დახმარება დაზარალებულებისთვის ვენესუელადან და მექსიკიდან უკვე ჩავიდა.
კოლუმბია ეკვადორზე მეძებარ ძაღლებს გაგზავნის დაკარგულთა ძებნაში დასახმარებლად.