ხმელთაშუა ზღვაში, ეგვიპტის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ნავზე 400-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა სომალიდან იყვნენ.
როგორც ცნობილია, გადარჩენილი მიგრანტების ნაწილი საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გადაიყვანეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაღუპულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
გაერო-ს ცნობით, წელს ევროპაში ზღვით ჩასვლა 180 000-მა ადამიანმა სცადა, რომელთაგან 800 დაიღუპა.