სილქნეტი National Geographic Channel -ის საპრემიერო ჩვენებას გათამაშებით ხვდება.
National Geographic Channel-ზე 6 სერიანი დოკუმენტური ფილმის „The Story of God” ჩვენება დაიწყო. ამ საინტერესო მოგზაურობას დედამიწის 14 წერტილიდან — ეგვიპტიდან მექსიკამდე – ცნობილი მსახიობი მორგან ფრიმენი უძღვება. SilkTV-ის მომხმარებლებს, გარდა იმისა რომ სერიალის ნახვის შესაძლებლობა ეძლევათ, კომპანია მათ საინტერესო გათამაშებას თავაზობს. ყველაზე აქტიური 3 მომხმარებელი სასურველი სამოგზაურო ტურით დაჯილდოვდება.
ფილმის The Story of God-ის საპრემიერო ჩვენება National Geographic-ის არხზე, კვირაში ერთხელ, ორშაბათობით 22:45 საათიდან მიმდინარეობს. ექვსი კვირის განმავლობაში მორგან ფრიმენი ჩვენი პლანეტის უნიკალურ ადგილებს ესტუმრება და გაგვაცნობს თუ როგორ ვითარდებოდნენ სხვადასხვა რელიგიები, როგორ ყალიბდებოდა კულტურა მის გარშემო, რა როლი ენიჭებოდა ღმერთს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში და როგორ განავითარა რელიგიის შეცნობამ საზოგადოება.
ამ შემეცნებით პროექტს კომპანია სილქნეტი გათამაშებით შეუერთდა.
25 აპრილიდან სპეციალურად შექმნილ საიტზე – www.storyofgod.ge შეკითხვების განთავსება იგეგმება. პასუხებისთვის საჭიროა 6 კვირის განმავლობაში, ყოველ ორშაბათს 22:45 საათზე National Geographic-ის არხზე უყუროთ დოკუმენტური ფილმს „The Story of God“.
თამაშში ჩართვა და რეგისტრაცია მხოლოდ Silk TV-ის მომხმარებელებს შეეძლებათ. ხოლო ისინი, ვინც დღეიდან გაიაქტიურებენ სატელევიზიო სერვისს, პაკეტების Light; Luxe, Deluxe, DeluxeHD არჩევას თავაზობს კომპანია. ამ პაკეტების ჩამონათვალშია National Geographic-ის არხი. მომხმარებელი დოკუმენტური ფილმის „The Story of God” ნახვას და გათამაშებაში მონაწილეობა შეძლებს.
შეუერთდით „სილქნეტის“ გათამაშებას, გახდით National Geographic-ის არხის მაყურებელი, გაეცანით მსოფლიო რელიგიებს მორგან ფრიმენთან ერთად, თვალი ადევნეთ სილქნეტის ფეისბუკის გვერდს და მიიღეთ შესაძლებლობა იმოგზაუროთ სასურველ ადგილებში!
(R)