ჩრდილოეთ კორეა ახალი ბირთვული გამოცდისთვის ემზადება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში ფხენიანის მიერ ბირთვული რაკეტების გამოცდის მზადების ნიშნები შენიშნეს, თუმცა რა ნიშნებზეა საუბარი არ დაუკონკრეტებიათ.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, პაკ კინ ჰეს განცხადებით, მთავრობა დაბნეულია.
"ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც არ ვიცით ჩრდილოეთ კორეას პროვოკაციული ქმედებები გვიბიძგებს თუ არა, რომ დავძლიოთ მისი იზოლაცია,"_განაცხადა პაკ კინ ჰემ.
დამკვირვებლების თქმით,ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ რაკეტებს,მაისში დაგეგმილ მუშათა პარტიის ყრილობამდე, გამოცდის.
ექსპერტების აზრით,მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის პროგრამა პროგრესს განიცდის, ის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას არ ფლობს.