უკრაინის ყოფილი სამხედრო მფრინავი, ნადეჟდა სავჩენკო,შიმშილობას აგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას THE MOSCOWTIMES ავრცელებს.
სავჩენკოს ადვოკატის, მარკ ფეიგინის თქმით, ნადეჟდა შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე უკრაინაში დაკავებულ ორ რუს სამხედროს სასჯელს არ მიუსჯიან.
"ნადეჟდა შიმშილობას აგრძელებს. ის ელოდება ევგენი იეროფეივისა და ალექსანდრე ალექსანდროვის განაჩენს, რის შემდეგაც გადაწყვეტს როგორ მოიქცევა,"_განაცხადა ფეიგინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სავჩენკოს მდგომარეობა სტაბილურია და აკეთებს იმას, რაც სწორად მიაჩნია.
როგორც ცნობილია, ორი რუსი სამხედროს განაჩენი აღმოსავლეთ უკრაინაში მათი საქმიანობის შესახებ,შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა მათთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.
ამავე თემაზე:
პარლამენტი რუსეთის ხელისუფლებას ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
სასამრთლომ სავჩენკო დამნაშავედ სცნო
დავით უსუფაშვილი უერთდება მოთხოვნას ნადია სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ
სავჩენკომ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა
ენმ-ს ოზურგეთის ორგანიზაციის წევრები ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას ითხოვენ