BBC-ის ცნობით, ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის პრეზიდენტის, რაფაელ კორეას ინფორმაციით, 413 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2500 დაშავდა.
როგორც ცნობილია, ქვეყნის პრეზიდენტმა დაზარალებული რაიონი მოინახულა და განაცხადა, რომ მიყენებული ზარალი მილიარდობით დოლარს შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკვადორში შაბათს 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონში მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.