ამერიკის შეერთებული შტატები "ისლამურ სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად ერაყში დამატებით ჯარისკაცებს და სამხედრო ტექნიკას აგზავნის. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ეშ კარტერმა განაცხადა, წინა ხაზზე, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების 4 000 ჯარისკაცი იმყოფება დამატებით სამხედრო მრჩევლები გაიგზავნება.
მაუწყებლის ინფორმაციით,პირველად ერაყში "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად APACHE-ს თავდასხმის ვერტმფრენებს გამოიყენებენ.
ეშ კარტერის განცხადებით, ქურთებისგან შექმნილი კომუფლაჟი ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად ეფექტური ძალაა.
"ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელი შევუწყოთ ქურთებისგან შექმნილ კომუფლაჟს, რაც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საბრძოლო ძალას წარმოადგენს,"_აღნიშნა კარტერმა.
კარტერის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ქურთ მებრძოლებს ფინასურად დაეხმარება.
როგორც ცნობილია, სამხრეთ მოსულში ამერიკის შეერთებული შტატების და ქურთმა სამხედროებმა ერთობლივი ოპერაციის დროს "ისლამური სახელმწიფოს" უფროსი მეთაური მოკლეს.