სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დღეს გურიას სტუმრობდა. მინისტრმა სურსათის უვნებლობის სააგენტოს გურიის სერვისცენტრს ახალი ხელმძღვანელი ნინო შეწირული ოფიციალურად წარადგინა და თანამშრომლებს დავალებებიც მისცა:
_ იყავით ყურადღებით, მაქსიმალურად გააკონტროლეთ საბავშვო ბაღები, სასწავლო დაწესებულებები. ეს სფერო მაქსიმალურად უნდა დარეგულირდეს და ნებისმიერი შეუსაბამობა დროულად უნდა იქნას გამოვლენილი.
გაეცით რეკომენდაციები და რაც მთავარია იკონტაქტეთ მედიასთან. გთხოვთ, რომ აქტიურად ითანამშრომლოთ ადგილობრივ მედიასთან და მათი დახმარებით საზოგადოებას მიაწვდინეთ ხმა, _ აღნიშნა თანამშრომლებთან შეხვედრისას ოთარ დანელიამ.
შეხვედრას მხარის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირებიც ესწრებოდნენ.
მინისტრის სტუმრობის დეტალებზე "გურია ნიუსი" ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.