რამდენიმე დღის წინ იტალიურ მასმედიაში კლუბი "მილანის" მუქკანიანი თავდამსხმელის მარიო ბალოტელის ინტერვიუ გამოქვეყნდა.
თანამემამულე ჟურნალისტებთან ბალოტელიმ გულახდილად ისაუბრა და საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ რამდენიმე საინტერესო დეტალიც გაიხსენა.
ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ მარიოს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ ეკლესიაში ილოცა, არასდროს მიუცია ათასი ფუნტი ქუჩის მაწანწალისთვის, არ უთხოვია ექსკურსიის მოწყობა ქალთა კოლონიაში და ბარ-რესტორნებში ყოფნისას უცხო ადამიანები კათხა ლუდზეც კი არასოდეს დაუპატიჟებია.
გარდა ამისა, ბალოტელიმ დაადასტურა ის ჭორი, რომ ერთხელ საუთოებელი დაფის ყიდვის ნაცვლად, დედის მიცემული ფულით კვადროციკლი და ბატუტი იყიდა. ასევე, მარტოს არ გაუშვია ფოიერვერკები აბაზანაში, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.