ესპანელი ჟურნალისტების ვერსიით, ლიონელ მესის ცხოვრებაში სამჯერ უყვარდა.
მაკარენა ლემოსი ლიონელს მამამ გააცნო, იმ დროს გოგონა 14 წლის იყო და მათი ურთიერთობა ხანმოკლე გამოდგა.
"ფლეიბოის" ვარსკვლავს ლუსიანა სალასარს მესი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხვდებოდა. ცნობისთვის, ლუსიანა მესიზე 7 წლით უფროსი იყო.
თავისი მესამე სიყვარული მესიმ მშობლიურ ქალაქ როსარიოში იპოვა – ანტონელა როკუცო დიეტოლოგიას სწავლობდა და მესის ხვდებოდა. საინტერესოა, რომ წარსულში ანტონელას ძმა ლიონელთან ერთად ქალაქის იუნიორთა გუნდში თამაშობდა ფეხბურთს.