თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში, 12:00 საათის მონაცემებით, 307 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც არჩევნების დამკვირვებელი ერთ-ერთი ორგანიზაციის "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი აღნიშნავს, ეტაპზე, თსუ-ში კენჭისყრის პროცედურას დარღვევების გარეშე მიმდინარეობს:
"არჩევნებში სულ 1 311 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
"ახალგაზრდა ადვოკატები", მოცემულ ეტაპზე, თსუ-ში კენჭისყრის პროცედურას დარღვევების გარეშე აფასებს. საარჩევნო დღე მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ორგანიზაცია ხმის დათვლის პროცედურას და კენჭისყრის შედეგების გამოცხადების ეტაპსაც დააკვირდება", _ წერს "ახალგარზდა ადვოკატების" ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.