ცოტა ხნის წინ 25 წლის დანიელმა ჩოგბურთელმა კაროლინა ვოზნიაცკიმ მუსიკალური კომპოზიცია ჩაწერა.
სინგლი "ოქსიგენის" გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად მოხმარდება პოლონეთისა და დანიის პარაოლიმპიურ ნაკრებების დახმარების ფონდს.
ვოზნიაცკი სინგლზე კლიპის გადაღებასაც აპირებს და პოლონეთში ამისთვის უკვე მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები.