22 აპრილს, 11:30 საათზე, თიბისი ბანკის სათაო ოფისში გაიმართება ფინანსური განათლების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც თიბისი ბანკის ინიციატივით ჩატარდა და ის კვლევითი ორგანიზაციების ISET-ისა და TNS-ის მხარდაჭერით განხორციელდა.
პრეზენტაციას დაესწრებიან ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების კოალიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები.
გთხოვთ გვეწვიოთ.
მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათაო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)
(R)