ბრიტანული მასმედიის მტკიცებით, მიმდინარე წლის ნოემბერში, ახლო წარსულში პოპულარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი მონაწილეობას მიიღებს ტრადიციულ მარათონში, რომელიც "აირონ მენის" ანუ "რკინის კაცის”"სახელით არის ცნობილი.
გასულ წელს მარათონში ცნობილმა მზარეულმა გორდონ რემზიმ მიიღო მონაწილეობა და ბექჰემი აპირებს, რომ სწორედ მას მიჰბაძოს.
40 წლის ბექჰემს მარათონის ფარგლებში მოუწევს 3,8 კილომეტრის გადაცურვა, 180 კილომეტრის დაფარვა ველოსიპედით და 42 გარბენა, ამ ყველაფრისთვის მას 17 საათი ექნება მიცემული.