"თბილსერვისჯგუფის" ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს კონტროლს სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე. ღამის ინსპექტირების შედეგად, "თბილსერვისჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურმა თბილისის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით, "ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად დააჯარიმა.
შპს "თბილსერვისჯგუფი" მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაიცვან კანონი და სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები განათავსონ მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე.
"ჩვენს მიერ ღამის ინსპექტირებისას გამოვლინდა რამდენიმე სამართალდამრღვევი პირი, მინდა გავაფრთხილო ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე უკნონოდ განათავსებს სამშენებლო, ინერტულ ან სხვა სახის ნარჩენებს ჩვენს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად იქნებიან დაჯარიმებულნი."- განაცხადა "თბილსერვისჯგუფის" დირექტორის მოადგილემ.