სავჩენკოს საქმემ შესაძლოა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაინაცვლოს. აღნიშნულ ინფორმაციას UKRINE TODAY ავრცელებს.
როგორც უკრაინელი პილოტის, ნადია სავჩენკოს ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა, ის ევროპის ადამიანის უფლებათა დამცველ სასამართლოში საქმის შესატანად მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"მე მოლაპარაკებებს ვმართავ ჩემს ბრიტანელ კოლეგასთან, ბენ ემერსონთან, რომ ერთობლივად შევიტანოთ შუამდგომლობა სავჩენკოს საქმეზე შუამდგომლობა ევროპის ადამიანის უფლებათა დამცველ სასამართლოში,"_განაცხადა ადვოკატმა.