პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დეპუტატები, დავით ბერძენიშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას დაუპირისპირდნენ.
კამათის მიზეზი "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" კანონპორექტი გახდა, რომელიც ბაღებში ბავშვთა ჯგუფების ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ფორმირებას ითვალისწინებს. დავით ბერძენიშვილის თქმით, ეს ორგანული კანონია და გარკვეულ გადახედავს საჭიროებს.
"ორგანული კანონია და ამიტომ ერთმანეთისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. გგვონია, რომ მშვიდი მუშაობის შესაძლებლობა შეიძლება გქვონდეს. ჩვენი ალტერნატივა, რომელიც გუშინ ვერ გავიდა სხდომაზე, არსებითი ხასიათის პრობლემას არ ქმნიდა. ამიტომ ამ საკითხს უნდა მივუბრუნდეთ. არაფერს არ ვცვლით, უბრალოდ, კანონპრტოექტის მიღებით იმ დაწესებულებებს ნუ დავხურავთ, რომელიც საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მას სხდომაზევე ეკა ბესელია გამოეხმაურა.
"ამ საკითხზე საჭიროა უფრო სიღრმისეულ შესწავლა, მარტივი საკითხი არ არის. მხოლოდ პროცედურული არ არის. ცვლილება რომელიც მომზადდა მთლიან ცვლის პრინციპს. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული დაწესებულების საკითხი. შემოთავაზებული ვერსია მთლიან კონცეფციას ცვლის. შეუძლებელია, ასეთი რაღაცის გაკეთება მეორე მოსმენისას მოხდეს. ერთმანეთისკენ გადავდგათ ნაბიჯი, მაგრამ ეს ნაბიჯი ბავშვების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.
ისეთი ფორუმულირება შემოგვაქვს, რომელიც ამბობს, რომ სწავლების სხვადასხვა მეთოდიკა შეიძლება არსებობდეს. შერეული მიმართულებები გვაქვს. ეს რეფორმა უფრო სიღრმისეულად გველაპარაკა და არა ზედაპირულად. ყველამ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე რო პოლიტიკური ამოცანებისთვის დარტყმის ქვეშ ვაყენებთ მთლიან რეფორმას. რატომ არავინ გველაპარაკებოდა ამ თემაზე ორი წელი?
ვინც ხმას არ მისცემს ამ რეფორმას პასუხისმგებელი იქნება. თუ პასუხიმსგებლობაზე ვლაპარაკობთ, პასუხისმგებლობაა ის, ვინც ხმას არ აძლევს ბავშვების ინტერესებს და არა კერძო ინტერესბეს. ბავშვების ინტერესებისთვის არის ეს რეფორმა და არა ბიზნესითვის”, – განაცხადა ეკა ბსელიამ.
ეკა ბესელიას სხდომაზევე დავით ბერძენიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, კანონის ასეთი ვარიანტი დღეს ვერ გავა.
"ეს კანონი ვერ გავა დღეს და ვერ გავა. ისეთ გადაწყვეტილებას ნუ მივიღებთ, რომელიც ჩაგდებას გამოიწვევს. გავითვალისწინოთ პარლამენტში თანაფარდობა და სურვილი”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
წყარო: 2030.news