IRI-ის კვლევების შედეგების თანახმად, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 19% კი _ „ნაციონალურ მოძრაობას“.
13% დაუჭერდა მხარს "თავისუფალ დემოკრატებს“, 8% _ "ლეიბორისტულ პარტიას", 4% _ "პატრიოტთა ალიანსს", 3% _ "გაერთიანებული დემოკრატიულ მოძრაობას".
15% ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა.
გამოკითხულთა 31 %-მა აღნიშნა, რომ არასოდეს მისცემდა ხმას „ქართულ ოცნებას“, 25-მა პროცენტმა თქვა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 10-მა პროცენტმა "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობა" დაასახელა, 8%-მა "მწვანეთა პარტია", 5%-მა "პატრიოტთა ალიანსი", 5%-მა "ლეიბორისტულ პარტია“, 3%-მა "სოციალ დემოკრატები", 3%-მა "თავისუფალი საქართველო" 2%-მა "თავისუფალ დემოკრატები".
გამოკითხულთა ასევე 2 პროცენტი არასდროს არ მისცემდა ხმას "ახალ მემარჯვენეებს“.