თბილისი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ამ წუთებში, საცობია. აღმოსავლეთიდან დასავლეთში მომავალი ავტომობილების დიდი რაოდენობის გამო, ხაშურის შესასვლელთან მოძრაობა თითქმის პარალიზებულია.
_ რამდენიმე საათია გზაში ვართ. შეიძლება ითქვას მოძრაობა შეჩერებულია, _ აღნიშნეს "გურია ნიუსთან" საუბრისას მგზავრებმა.
საპატრულო პოლიციაში განმარტავენ, რომ მოძრაობის შეფერხების მიზეზი ავტომობილების დიდი რაოდენობაა.
_ ძალიან დიდი ნაკადია გზაზე და ეს იწვევს შეფერხებას. გარდა ამისა, იგოეთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს და მოძრაობა ვიწრო გზაზეა გადართული. საპატრულო ეკიპაჟები, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველა პერიმეტრს აკონტროლებენ, _ გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსაამსახურში.