ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 6 მილიონ 326 ათას 495 ლარად გაიყიდა.
აუქციონის შედეგი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, თუმცა უცნობია კომპანია, რომელმაც მიწის ნაკვეთი შეისყიდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადი ერთადერთ კომპანიას ჰქონდა შეტანილი _ "ფინსერვისს", რომელიც მათი თქმით ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.
"ნაციონალური მოძროაბის" წევრები ამ წუთებში დედაქალაქის მერიასთან საპროტეტსო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ აუქციონი უკანონოდ ჩატარდა.
წყარო: პირველი რადიო